19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
აქცია ფოთში - აქციის მონაწილეები ქალაქში თევზის არასასიამოვნო სუნს აპროტესტებენ

ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ფოთელებმა წლების განმავლობაში ქალაქში არსებული არასასიამოვნო თევზის სუნს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

შეკრებილების თქმით, თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან სუნი უკვე 10 წელიწადზე მეტია
ვრცელდება. საინიციატივო ჯგუფი მერთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. 

დღის ამბები