25 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
მამის მკვლელობაში ბრალდებული კობა წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი პატიმრობაში რჩება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კობა წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სწორედ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მას სამართალდამცავი უწყება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, წურწუმიამ მამა ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოთხი დღის წინ, საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

დღის ამბები