19 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა სურამში სახლები დატბორა

ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილი ნიაღვრის შედეგად სურამში სახლები დაიტბორა და მდინარე სურამულას ადიდება გამოიწვია.

სანიაღვრე არხები მშენებარე ავტობანიდან წამოღებულმა ქვიშამ და შლამმა ამოავსო და მათი დახშობა გამოიწვია, შესაბამისად არხებმა წყალი ვეღარ გაატარეს და ნიაღვარი დასახლებულ ნაწილში.

წვიმამ პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სახნავ-სათესი ფართობები დაიტბორა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

.

დღის ამბები