ხელვაჩაურში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რევაზ შარაბიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ოჯახის წევრების განცხადებით, 54 წლის რევაზ შარაბიძეს იარაღი პოლიციამ ჩაუდო და ის უკანონოდ არის დაკავებული.
მას შემდეგ, რაც შარაბიძეების ოჯახის წევრებმა აქცია დაანონსეს და ხელვაჩაურის ცენტრალურ მაგისტრალზე შეკრება დაიწყეს, პოლიციამ კიდევ 3 პირი დააკავა.
ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველებს არ უნდოდათ, რომ საპროტესტო აქცია ჩატარებულიყო და ამის გამო მოხდა კიდევ 3 პირის დაკავება.
ისინი პოლიციისთის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობისთვის არიან დაკავებულები.