19 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე და აღმსარებლობის თავისუფლების რისკები - NGO-ები ბუკნარის ინციდენტის დაპირისპირების გამოძიებას ითხოვენ 

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის, აღმსარებლობის თავისუფლების რისკებზე გადის. გურიაში მომხდარ ინციდენტში, ისინი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავენ.

მათი მტკიცებით, ქვეყანაში რელიგიური მრწამსის კუთხით, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება ხშირად ირღვევა. კონფესიების პოზიციით, აუცილებელია რიტორიკის შეცვლა და თანასწორობის პრინციპის მაქსიმალურად დაცვა.

ადამიანის უფლებების დასაცავად სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. სპეციალისტები სახელმწიფოში სეკულარობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპს უკვე ეჭვქვეშ აყენებენ და ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ. ეპისტოლეს ხელს 10-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს.

რელიგიური რიტუალების განხორციელებისთვის ხელის შეშლა შემაშფოთებელია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსთვისაც. 

დღის ამბები