07 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
ჩინეთის ყინულის ფესტივალს ახალი გიგანტური სკულპტურები შეემატა

ჩინეთში ყინულის ფესტივალი გრძელდება. წლის ამ დროს ქალაქ ჰარბინს ყინულის სკულპტურის ოსტატების მიერ შექმნილი გიგანტური და ულამაზესი ყინულის სკულპტურები ამშვენებს. ჩვეულებისამებრ ფესტივალს სტუმრები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, მაგრამ მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო განსხვავებულია.

გიგანდტური ფიგურების გამოსაქანდაკებლად სკულპტორები ყოველდღიურეად 10-12 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოფენა გაზაფულის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება. ფესტივალი პირველად 1963 წელს ჩატარდა, შემდეგ რამდენიმე წლით ჩინეთის კულტურული რევოლუციის გამო შეწყდა და 1985 წელს განახლდა. წელს ყინულის ფესტივალი 37-ედ იმართება.

დღის ამბები