07 მაისი 2024,   06:00
ვრცლად
კორონავირუსის ახალი სახეობის მასშტაბები იზრდება - ორშაბათიდან დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად  COVID-უარყოფითი ტესტი და 10 დღიანი კარანტინი იქნება საჭირო

ბრიტანული და ახლა უკვე ბრაზილიური კორონავირუსის ახალი სახეობის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთი რადიკალური ზომების მიღებას აგრძელებს.

გაერთიანებული სამეფო - ორშაბათიდან ყველა "სამოგზაურო დერეფანს" კეტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. ბრიტანეთის გარდა ახალი შტამების გავრცელების პრევენციისთვის, რეგულაციებს გაამკაცრებს გერმანია, იტალია და ესპანეთი. ორშაბათიდან ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება. აიკრძალება 4 ადამიანზე მეტის თავმოყრა.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო, ჰოსპიტალური სექტორი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშეა. ზოგიერთ რეგიონში გეგმიური ოპერაციებიც კი შეჩერდა, რადგან სამედიცინო პერსონალს მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა.

დღის ამბები