20 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
95 მილიონამდე ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - მსოფლიო COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას აგრძელებს

95 მილიონამდე ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა.

ახალი შტამების გამოჩენის გამო მსოფლიო პრევენციული ზომების შემოღებას აგრძელებს. ორშაბათიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვაც დაწესდება. ქვეყენაში 18:00-დან 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა.

მკაცრი ზომებია ავსტრიაში სადაც კარანტინი უკვე მესამედ არის დაწესებული. ქვეყნაში სრულფასოვნად მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები მუშაობენ. ვენაში ათასობით ადამიანმა დაწესებული კარანტინი გააპროტესტა, აქციის მონაწილეებმა მთვარობას კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს შემსუბუქება მოსთხოვეს .

დღეიდან წითელი ზონის შეზღუდვები ამოქმედდა იტალიის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ლომბარდიასა და სიცილიაშიც.

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში, ქვეყანამ მოქმედი კარანტინი სამი კვირით გაახანგრძლივა.

დღის ამბები