20 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - რა დეტალებს იხსენებენ მოკლული მამაკაცის მეზობლები

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ 22 წლის ახალგაზრდა დააკავა. წინასწარი ინფორმაციით,  ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციაში შეტყობინება ხანძრის შესახებ შევიდა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცხედარი დახვდათ. ამოღებულია დანა.

მეზობლების თქმით, რამდენიმე დღის წინ მათ გაიგეს, რომ მამაკაცი ვიღაცას ტელეფონით ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა.

"ვიღაცას ტელეფონიდან ემუქრებოდა, ამას არ გაპატიებო," - აცხადებს გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მაშინ დააკავეს როდესაც ის მიმალვას ცდილობდა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი, ჯერჯერობით, ქუთაისის პროზექტურიდან სახლში არ გადაუსვენებიათ.

დღის ამბები