27 აპრილი 2024,   02:52
ვრცლად
პანკისში ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლული 40 წლამდე მამაკაცია

მკვლელობა პანკისში - ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილიც და სავარაუდო დამნაშავეც მეზობლები იყვნენ. მათ შორის წარსულში დაპირისპირებას ვერავინ იხსენებს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ ცივი იარაღით არის მოკლული.

"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები