28 თებერვალი 2021,   20:01
ვრცლად
პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ეძებენ მოკლულის ნათესავს.

შემთხვევა პანკისში, სოფელ დუისში გუშინ მოხდა. 40 წლის მამაკაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად წარსულში მომხდარი უთანხმოება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს დანით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ხეობაში საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები