26 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან 100-ზე მეტი ჩარჩენილი მოქალაქე გამოიყვანეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან 100-ზე მეტი ჩარჩენილი მოქალაქე გამოიყვანეს. დამსვენებლების ტრანსპორტირებისთვის დროებით ჩაირთო კობი-გუდაურის საბაგირო გზა.

ადგილობრივი მერის ინფორმაციით, არიან მოქალაქეები, ვინც გამოყვანაზე უარი თქვა და ისინი სასტუმროში მოათავსეს. პროდუქტები დაურიგდათ კობი-გუდაურის გზაზე ჩარჩენილ სატვირთო მანქანების მძღოლებსაც. ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზა უკვე ერთი კვირაა ჩაკეტილია.

ამინდის გაუარესების საფრთხის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

დღის ამბები