18 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
კასპში მძევლად აყვანის საქმეზე დაკავებულს​ ამ წუთებში გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

კასპში მძევლად აყვანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს​ ამ წუთებში გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ქეთევან გაგლოშვილი და საქმის გამომძიებელიც საპროცესო მოქმედებისთვის იზოლატორში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

ცნობილია, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შიმშილობას აგრძელებს.

"წარედგინება ბრალდება, ამ პროცედურის შემდეგ ჩაინიშნება მისი სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა. ის ისევ შიმშილობს და როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა განმარტა ჩემთან საუბარში, მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. მას აწუხებს კუჭი და ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის," - განაცხადა ქეთევან გაგლოშვილმა და აღნიშნა, რომ ბრალდებული ადვოკატის მომსახურებაზეც უარს აცხადებს.

როგორც ცნობილია, დაკავებულის ახლობლები დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს შეხვდებიან.

დღის ამბები