19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ვირტუალური სივრციდან საკლასო ოთახებში - რეგიონის სკოლებში მოსწავლეების დასწრება დაახლოებით 70 %-ია

ვირტუალური სივრციდან მოსწავლეების ნაწილმა სკოლებში გადაინაცვლა. სწავლების მეორე სემესტრი ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკლასო ოთახებში განახლდა.

გამონაკლისი ერთი რეგიონი და 10 დიდი ქალაქია. იქ, სადაც ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკებია, საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეების სრული დასწრებით და რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

სკოლები, სადაც სწავლება საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, უზრუნველყოფილია სადეზინფექციო და პირადი მოხმარების საშუალებებით. შენობებში მკაცრად კონტროლდება უცხო პირების შესვლა, მოსწავლეებს კი სასწავლო პროცესის დაწყებამდე თერმოსკრინინგი უტარდებათ.

უსაფრთხოების დაცვით, რეგიონის სკოლებში მოსწავლეების დასწრება დაახლოებით 70 %-ს შეადგენს. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვა მოსწავლეების და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების წინაპირობაა.

რეგიონებში სასწავლო პროცესის დასწრებით განახლების მიუხედავად, რამდენიმე სკოლამ ეპიდვითარების გათვალისწინებით, სწავლების დისტანციური რეჟიმი შეინარჩუნა. საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კონკრეტული სკოლები ისევ ონლაინსწავლებას დაუბრუნდნენ.

დღის ამბები