გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში ვირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს დაწესებული შეზღუდვების კონტროლი, რაც ვირუსის შემთხვევების კლებას ხელს უწყობს.
ამ დროისთვის იმერეთში შემცირდა როგორც კოვიდსასტუმროების, ისე კოვიდმიმღები ცენტრების რაოდენობა. ინფიცირებული პაციენტების მისაღებად რეგიონში 1200 საწოლი რჩება, საიდანაც დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 500 საწოლია დაკავებული.