02 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
მასშტაბური აქციები რუსეთის 110 ქალაქში - ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს პოლიცია ძალის გამოყენებით არბევს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული ფართომასშტაბიანი აქციის და მისი დაშლის კადრები სოციალურ ქსელებით გავრცელდა. სამართალდამცველებმა რუსეთის მასშტაბით 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 1 000 პირი მხოლოდ მოსკოვში დააპატიმრეს. აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი 110 ქალაქში გამოხატეს. 50 გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, დემონსტრაცია გაიმართა იაკუტიაშიც.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, ნიუ-იორკში მცხოვრები რუსული დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის საკონსულოსთანაც შეიკრიბნენ. ​დემონსტრანტებმა ლურჯი საცვალი ააფრიალეს და მას პუტინის მმართველობის თანამედროვე სიმბოლო უწოდეს.

ნიუ-იორკში გამართულ აქციას კრემლში თავისებური ახსნა მოუძებნეს. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არაპირდაპირი გზით ერევა რუსეთის საშინაო საქმეებში.

კრემლის განცხადებას განცხადებით უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები რუსეთში გუშინ გაიმართა. ამ მოთხოვნას მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, 3 500-ზე მეტი დაკავებულის გათავისუფლებაც დაემატება. ოპოზიციონერმა ლეონიდ ვოლკოვმა მოსახლეობას მომდევნო უქმეებზეც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები