17 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
პარლამენტი ვაქცინაციისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს - დოკუმენტი ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე მიიღო

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის საჭირო საკანონდებლო ცვლილებებზე იყო მსჯელობა.

საკანონდებლო ცვლილებებს მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, ამის შემდეგ, პაკეტს უკვე სესიის ფორმატში ხვალ გამიხილავენ.

პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ვაქცინასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

"ეს არის პრინციპში ჩვეულებრივი რუტინული მოთხოვნა, რომელსაც მწარმოებლები დააყენებენ ხოლმე, და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ამაზე უარი ვთქვათ. სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველაფერზე რაც შეეხება ვაქცინის მიმოქცევას ქვეყანაში, როგორიც არს მისი შეკვეთა ხარისხის კონტროლი , შემოტანა, გადანაწილება, დისტრიბუცია, ყველაფერზე პასუხისმგებელია სახელმწიფო გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც რაიმე სახის დარღვევა მოხდა სამედიცინო დაწესებულების მიერ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

დღის ამბები