საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა - ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი 23 იანვირის შემდეგ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იყო გადასული, PCR ტესტის გაკეთების შედეგად კი ინფექცია დაუდასტურდა.
"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე, თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები,"-წერს დავით ზალკალიანი.