ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფექციის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული.
კოვიდინფექციით ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3108-ს შეადგენს.
კორონავირუსი კიდევ 1081-მა ადამიანმა დაამარცხა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 245 527 გახდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 007 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 627, PCR ტესტით - 7380.