19 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - ქუთაისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს, აქტივისტები ცენტრალურ ბულვარში კარვის გაშლას გეგმავენ

"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - ქუთაისის მერიასთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქალაქის მუნიციპალურ შენობასთან აქტივისტებთან ერთად მსვლელობით მივიდნენ, სადაც მათ სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა დახვდათ მობილიზებული.

აქციის მონაწილეთა თქმით საპარლამენტო არჩევნებზე ხმები გაყალბდა და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები დღესვე ქუთაისი ცენტრალურ ბულვარში კარვის გაშლასაც აპირებენ.

დღის ამბები