22 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელები და ფიტნეს ინსტრუქტორები აქციას გამართავენ

რესტორნების, ტურისტული კომპანიების და სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლების შემდეგ, სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელები და ფიტნეს ინსტრუქტორები აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით კანცელარიის მიმართულებით გაემართებიან.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდ პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 1 თებერვლიდან იწყება, თუმცა როდის შეეხება რეგულაციების მოხსნა ფიტნეს დარბაზებს ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები