05 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
პროტესტი ნამოხვანში - ადგილობრივები 7 თებერვალს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ

სოფელ ნამოხვანში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დიდი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია 7 თებერვალს იგეგმება.

შეგახსენებთ, სოფელ ნამოხვანში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას უკვე 99-ე დღეა აპროტესტებს. ადგილობრივი მოსახლეობა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მათი საპროტესტო აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ არ შეჩერდება ჰესის მშენებლობა.

დღეს დილიდან კომპანია "ენკამ" ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. კომპანიის წარმომადგენლებმა ჰესის ტერიტორიაზე ტექნიკა სამართალდამცავების დახმარებით შეიყვანეს.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები