15 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
ჯანმო ვაქცინის უთანასწოროდ განაწილების საკითხს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საუდის არაბეთმა 20 ქვეყნიდან მოგზაურების შესვლა აკრძალა. რთული ეპიდსიტუაციაა პორტუგალიაში, სადაც ხელისუფლება არასაკმარისი სამედიცინო რესურსების გამო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

მონაცემებმა იმატა საფრანგეთში - ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების რიცხვი ქვეყანაში ნოემბრის შემდეგ რეკორდულად გაიზარდა. საკარანტინო შეზღუდვებს 2 მარტამდე ახანგრძლივებს ნიდერლანდები. შოტლანდიაში კი 22 თებერვალს დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან.

პარალელურად, ვაქცინაცია გრძელდება სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია "ფაიზერის" ვაქცინა დაამტკიცა ახალმა ზელანდიამ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კი აცრის მსურველი საფრანგეთის ყველა მოქალაქე ვაქცინას ზაფხულის ბოლომდე მიიღებს.

ვაქცინის უთანასწოროდ განაწილების საკითხს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. დირექტორის განცხადებით,  სახელმწიფოებს შორის სუსტი თანამშრომლობა პანდემიის დროულად დასრულებას აფერხებს.

დღის ამბები