დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის განმავლობაში ყველა ინდიკატორი რაც ეპიდსიტუაციის დასახასიათებლად გამოიყენება მიდის დამშვიდებისკენ და არის პოზიტიური დინამიკა.
"იანვარ-თებერვალში დადებითობის მაჩვენებელი 7.3% ნოემბრის ბოლოს 25-30% იყო. 4,3% დრეს დილით ბოლო14 დღის 4,6, ბოლო ერთი კვირის 3.87%, პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პირბადის გამოყენების აუცილებლობას. მისი თქმით, პირბადე დღემდე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად რჩება.
"ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ და იგრძნობა, ილუზია იქმნება, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი, დაახლოებით ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა. ჩვენ დეკემბერ-იანვარში 72%-ზე ავედით პირბადის ტარების მაჩვენებლით, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა მაჩვენებლების შემცირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, ჩვენ პირბადე დაგვჭირდება, ამიტომ ეს გაზაფხული და შემდგომ კიდევ ვიმსჯელოთ, როგორ იქნება დინამიკა. აუცილებელია, ყველგან პირბადის ტარება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში, კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირების შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაზე ლაბორატორიული, გენეტიკური კვლევები გრძელდება.
"ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს რეინფიცირება, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.