პარიზის მოდის კვირეული წელს დისტანციითა და ვირტუალურ სამყაროში ჩატარდა.
დიზაინერებმა სხვადასხვა მეთოდსა და ფორმებს მიმართეს, რათა საკუთარი კოლექციები დამთვალიერებლამდე მიეტანათ.
მოამზადეს მინი ფილმები, შეარჩიეს განსაკუთრებულად სანახაობრივი ადგილები, განათება, ხმა და ამ ყველაფერს აკლდნენ კვირეულის მნიშვნელოვანი სტუმრები: ფოტოგრაფები, მოდის ბლოგერები, კრიტიკოსები. თუმცა, მაღალი მოდა ვირტუალურ სივრცეშიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მის გარეთ.