ბათუმში მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში 2 დღის განმავლობაში დადიოდა, მას გუშინ ტემპერატურა ჰქონდა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი COVID-19 დადასტურდა.