19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სოფელ ინგირში, მეორე საჯარო სკოლის 7 სხვადასხვა კლასში 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, მეორე საჯარო სკოლის 7 სხვადასხვა კლასში 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც აღნიშნული კლასები სწავლებას დისტანციური რეჟიმით განაგრძობენ. 

სკოლის დირექტორის მარინა ლოლაძის თქმით, გარდა მოსწავლეებისა, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა სამ მასწავლებელს, მათ ვირუსი გეგმიური ტესტირების შემდეგ გამოუვლინდათ. სკოლის დირექტორის თქმით, ამ კლასების ნაწილი უახლოეს პერიოდში სწავლას ისევ საკლასო ოთახებში განაგრძობს.

დღის ამბები