03 სექტემბერი 2026,   01:10
ვრცლად
ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან - მოთხოვნის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან - "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან მისვლას ითხოვდნენ, აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე არ არის მათი თავმჯდომარე და არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მოგვიანებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონი შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს. დაახლოებით 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ ბაგრატიონმა თქვა, რომ რიჟვაძე მას ცინიკურად ესაუბრა და გადადგომას არ აპირებს. 

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტ რეჟიმში უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

დღის ამბები