გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში, სამართალდამცველებმა სარწყავ არხში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი ამავე სოფელში მცხოვრები 65 წლის მამაკაცია, რომელიც სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა და ოჯახის წევრები ეძებდნენ.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მამაკაცი არხში ჩავარდა, ვეღარ ამოვიდა და დაიხრჩო.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.