საქართველოს რკინიგზამ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა.
ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები - რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს, ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელსაც "ისტორიების მატარებელი" დაერქვა. თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა შექმნეს.
"ისტორიების მატარებელი" - ბროშურა ორენოვანია, ის ქართულ და ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა. პანდემიის დასრულებისთანავე საქართველოს რკინიგზა ბროშურის განთავსებას მატარებლებშიც გეგმავს.
ავტორი: ნინი კუპრაძე