23 დეკემბერი 2024,   12:05
ვრცლად
არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს ამის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მას არ უნდა პარლამენტში შესვლა და ამ საკითხს ერტი დიდი წერტილი უნდა დაესვას.  

"არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს მაგის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში, არ მინდა იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი. რატომ არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას? რადგან იციან რომ არჩევნები მოიპარეს. ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის კი, "ქართულ ოცნებას" უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ. ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში, რომლის პარტიაც ფაქტობრივად პოლიტიკური პარტნიორი იყო "ქართული ოცნების". არ მინდა კობახიძესთან ერთად იმ დარბაზში ჯდომა, სადაც უბრალოდ არაფერი მესაქმება. იქნებ, ერთი დიდი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები