საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე და 157-ე (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის 92-ე და 125-ე კილომეტრზე, (ბაბილი-მელე) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის 1-92 კილომეტრზე, (წყალტუბოს გადასახვევი-ბაბილი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.