03 სექტემბერი 2026,   01:01
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული 21 წლის ერიკ დრულევი სავარაუდოდ ვლადიკავკაზში ბაბუასთან გეგმავდა ჩასვლას

ოკუპანტების მორიგი ტყვე - ამჯერად დაკავებულია 21 წლის ახალგაზრდა, ერიკ დრულევი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან აიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი ოკუპირებული სოფელი არცევიდანაა და ამჟამად გორში ცხოვრობს, ის სავარაუდოდ ვლადიკავკაზში ბაბუასთან მიდიოდა, რა დროსაც ის დააკავეს.

უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

გატაცებული მამაკაცის ნათესავები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. 

"როდესაც გადავიდა საზღვარზე იმ დღეს ვნახეთ, ჩვეულებრივად იყო, არაფერი უთქვამს. უკანონოდ რომ გადაკვეთა საზღვარი ჩვენც თქვენგან გავიგეთ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს ერიკ დრულევის ნათესავი სოფი დრულევი.

დღის ამბები