24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი რომელსაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა - საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ სკოლას უკვე მიმართა, რათა დისციპლინურმა საბჭომ სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი განიხილოს და შესაბამისად იმოქმედოს.
"რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას შესაბამისმა დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება," – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის პოსტი, რომელიც მასწავლებლების სოციალურ ქსელის ჯგუფში დაიწერა მედიასაშუალებებში გასაჯაროვდა.
დირექტორის მოადგილე ეკა ბროლაძე წერდა, რომ ორი პარალელური კლასისთვის ახალ ცხრილს გაკეთდებოდა და გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა.
"დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე ისევ".