31 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: ისლანდიაში საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს, ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

"ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი. როდესაც ეკონომიკურ გაერთიანებაში წევრიანდები, მოწყვლადი ქვეყანა არავის სჭირდება, ყველას სჭირდება ორ ფეხზე მდგარი ეკონომიკურად მყარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თურმე დანგრეული ქვეყანა, დანგრეული ეკონომიკა და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს. ისლანდიაში საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა", - განაცხადა კირცხალიამ.

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

დღის ამბები