კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 1-ელ სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედანი, პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, იოსებიძის, ბუკიას, საბურთალოს, არჩილ სულაკაურის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავას, ბახტრიონის, ცინცაძის, ხვიჩიას, იყალთოს, საირმის, შმიდტის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბურძგლას, გამრეკელის, მიცკევიჩის, ცაგარელის და მიჩურინის ქუჩების მოსახლეობას.