ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ევროპელების კერძო დანაზოგებს საკუთარი ეკონომიკის პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის მოქალაქეების საბანკო დეპოზიტებს "უმოქმედო" უწოდა. თუმცა, კომისიამ მოიფიქრა საინტერესო წინადადება, რომლის შედეგადაც მოქალაქეების დანაზოგები რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი:
"ევროპაში არის დანაზოგები. სამწუხაროდ, ეს დანაზოგები უმოქმედოდ რჩება. ამჟამად შინამეურნეობების 10 ტრილიონი ევროს დანაზოგი საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული. ამასთან, ევროპული დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი კონტინენტის ფარგლებს გარეთ არის ინვესტირებული.
ახლა ევროპამ ეს დანაზოგები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ უნდა აამუშაოს. ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები აქტივების სეკიურიტიზაციის, ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ინვესტიციების, ასევე ჩვენი ბაზრების ინტეგრაციისა და მათი ზედამხედველობის შესახებ. ერთობლივად, ამ ზომებს შეუძლია 470 მილიარდ ევრომდე დამატებითი ინვესტიციების მობილიზება".
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იაფი ენერგორესურსების დაკარგვისა და ღრმა ინდუსტრიული კრიზისის ფონზე, ევროპის ხელისუფლების სტრუქტურები ცდილობენ ევროკავშირის ხარჯების დაფინანსების ტვირთი რიგითი გადასახადის გადამხდელების ჯიბეებზე გადაიტანონ, აღნიშნავს გამოცემა.