“მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ჩხოროწყუს მერიაში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს შესვლას მოითხოვენ. მათ უწყებაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანეს.
ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ მერიაში გამარტივებულ შესყიდვებს გამოუცდელ ინდ. მეწარმეებს უფორმებენ, რაშიც მუნიციპალიტეტის მერის ინტერესები იკვეთება.
აქტივისტები სუს-ს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.