19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრისა და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეს განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეს განიხილავს. ისინი 2 თვის წინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს. გამოძიება მათ საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

დაცვის მხარე განმარტავს, რომ ბრალდებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რადგან კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში გადაადგილების უფლება ნებისმიერი ქვეყნის მცურავ საშუალებას აქვს გარდა სამხედრო ხომალდისა, ამდენად დაკავებულების წინააღმდეგ არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება.

სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები მართავენ. მათი თქმით, დაკავება უკანონოდ განხორციელდა.

 

დღის ამბები