ეპიდემიოლოგები, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ინფიცირებულების სტატისტიკის ზრდას არ გამორიცხავენ.
ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ მოუწოდებენ.
სპეციალისტების თქმით, თუ საზოგადოება პირბადის ტარების მაჩვენებელს გაზრდის, ქვეყანა შემდგომი ეპიდაფეთქების თავიდან აცილებას შეძლებს.
"არსებობს კონტროლის ორი მექანიზმი. ეს არის - შემზღუდავი ღონისძიებები, დისტანცია, მობილობის შემცირება და პირბადის ტარება. მოლოდინი, რომ შემზღუდავი ღონისძიების მსგავსად რაოდენობის შენარჩუნება, როცა ხსნი, ვერ მოხერხდება. მაგრამ, მთავარია, არ დაგვერღვეს ზღურბლი, რაზეც სულ ვსაუბრობთ, სამედიცინო სექტორსა და პაციენტების რაოდენობას შორის. ჯერჯერობით, ამისგან შორს ვართ, სტაბილიზაცია ჩანს," - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
"მატება ჩანს, აქ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი იქნება, მაქსიმალურად, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია გარკვეული პერიოდი დინამიკის ზრდა არ აღინიშნებოდეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ დაინფიცირების ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებლები დაინფიცირები, რომ არ დაგვიდგეს ე.წ მესამე ტალღა," - აცხადებს პროფესორი, ექიმი თერაპევტი მაკა ბულეიშვილი.