19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში კოვიდწესების დაცვით განახლდება

ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, საგანმანათლებლო პროცესი ახალი წესების დაცვით აღდგება. სამზადისი ერთი კვირაა მიმდინარეობს. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სკოლები უკვე აღიჭურვა.

სასკოლო ნივთებთან ერთად, მოსწავლეებისთვის მთავარი ატრიბუტი პირბადეც ხდება-მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით პირბადის გაკეთება სავალდებულოა. დაანონსდა, რომ სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად ყველა წრე განაახლებს მუშაობას. დადგენილი ნორმების და შემუშავებული რეკომენდაციების მონიტორინგი კი, მკაცრად განხორციელდება.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ელოდებიან კერძო სკოლებიც, თუმცა დირექციისთვის ახალი რეკომენდაციები გამკაცრებულია. ადმინისტრაცია სირთულეს პირბადის ტარებაში ხედავს, მათთვის ასევე კვების ორგანიზების საკითხი მოსაწესრიგებელია.

სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად ყველა წრე.

სწავლა 2085 საჯარო და 218 კერძო სკოლაში განახლდება. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში კი, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ასევე გაგრძელდება პედაგოგთა ინტენსიური ტესტირება. 

დღის ამბები