27 დეკემბერი 2024,   13:44
ვრცლად
გვაშფოთებს ისეთი მომავალი რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს - ლიეტუვის ელჩი

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლიეტუვის ელჩი იმყოფება. ანდრიუს კალინდრამ შეხვედრაზე შესვლამდე მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია.

"მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრციისაკენ. ასევე, გამოვხატავ სოლიდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა, არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს,"-განაცხადა ელჩმა. 

დღის ამბები