24 ნოემბერი 2026,   22:02
ვრცლად
Fox News: "ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - ზელენსკის" - უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პრეზიდენტის ოფისს გამოძიებაში ჩარევასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ტელეკომპანია Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის გამოძიებაში მიზანმიმართულ ჩარევაში დაადანაშაულა.

კრავჩენკოს მტკიცებით, პრეზიდენტის ოფისიდან გენერალურ პროკურატურაში მითითებები მიდიოდა, დაუყოვნებლივ დაეხურათ სისხლის სამართლის საქმე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ.

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საკუთარი გადადგომის გარემოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 სექტემბერს ზელენსკიმ მას თანამდებობის დატოვება იმ შეხვედრაზე მოსთხოვა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამიაც ესწრებოდა.

"გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა ჩემი იყო, გადაწყვეტილება კი - მისი. პრეზიდენტის ოფისმა დაიწყო მითითებების გაცემა გენერალური პროკურატურისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეხურათ სისხლის სამართლის საქმე NABU-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ," - განაცხადა კრავჩენკომ.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია "კართაგენის" რეალური მიზანი იმ საგამოძიებო მასალების ხელში ჩაგდება იყო, რომლებიც თავად ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელთა სავარაუდო კანონდარღვევებს ეხებოდა.

თავის მხრივ, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები კრავჩენკოს ყოფილ უწყებაში მოქმედ მაღალჩინოსნებს თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასა და უკანონო შემოსავლების გათეთრებაში ადანაშაულებენ, რასაც ყოფილი გენპროკურორი უარყოფს.

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა ყოფილი გენერალური პროკურორის განცხადებებზე კომენტარი არ გააკეთა.

დღის ამბები