24 ნოემბერი 2026,   22:07
ვრცლად
დღეს "ნიჭიერია" - "რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგაშოუს მეხუთე ეპიზოდი ელოდება

"კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგაშოუ "ნიჭიერის" მეხუთე ეპიზოდი ელოდება. ისევე როგორც გასულ ეპიზოდებში, "ნიჭიერი" კიდევ ერთ განსაკუთრებულ საღამოს შემოგთავაზებთ, მათ შორის უცხოელი კონკურსანტის, სოლანჟ კარდინალის, მაგიურ და შთამბეჭდავ ნომერს. ასევე, მაყურებლის წინაშე წარსდგება 3 წლის ადამ ბორჩაშვილი, რომელიც ჟიურის ისტორიის ცოდნით გააოცებს.

"ნიჭიერის" მეხუთე ეპიზოდი არ ჩაივლის ქართული ხალხური სიმღერის გარეშე, ამჯერად სცენას ანსამბლი "შგარიდა" დაიკავებს და ჟიურის სიმპათიის მოპოვებას ეცდება. მეგაშოუს დღევანდელ გადაცემაში ასევე გამოვლინდება კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა, "ნიჭიერში" ამ დრომდე, სულ რვაჯერ იქნა "ოქროს ღილაკი" გამოყენებული.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები