24 ნოემბერი 2026,   23:58
ვრცლად
თეთრი სახლის ყოველწლიური ტრადიციის ფარგლებში, დონალდ ტრამპმა ორი ინდაური - "ფრიდომი" და "ფეზერსი" შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადღესასწაულო ტრადიციის ფარგლებში, ორი ინდაური, "ფრიდომი" და "ფეზერსი" შეიწყალა.

ტრამპის განცხადებით, ინდაურებს სრულ, აბსოლუტურ და უპირობო შეწყალებას ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მარადიულად იცოცხლებენ.

"ფრიდომი" და "ფეზერსი" საზოგადოებას ორშაბათს, ვაშინგტონის სასტუმრო Willard InterContinental-ში წარუდგინეს, სადაც ისინი თეთრ სახლში გამგზავრებამდე სპეციალურ ნომერში ცხოვრობდნენ.

წლევანდელი ღონისძიება მადლიერების დღისადმი მიძღვნილი რიგით 79-ე ეროვნული ცერემონიაა. ინდაურების ჩუქების ტრადიცია სათავეს 1947 წლიდან იღებს, როდესაც ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ ფრინველი მაშინდელ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს პირველად გადასცა, თუმცა პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალება ოფიციალურ ტრადიციად 1989 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს იქცა.

ინდაურების წარდგენისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მათი სახელები საკმაოდ კარგია, თუმცა უკეთესებიც სმენია.

 

დღის ამბები