22 დეკემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის მოთხოვნებს აჟღერებს. მისი თქმით, მოთხოვნების სიას უკვე ნიკა მელიას გათავისუფლება შეემატა, ასევე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

"მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, უცხოელ დიპლომატებს, სამოქალაქო სექტორს, რომ დღეს როგორც არასდროს, ეს არ არის ემოციური ნათქვამი, ეს თემა ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია, თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია.

კონკრეტული მოთხოვნები არის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. უკვე არის კონტაქტი ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, ყოველ წამს შემოდის განცხადებები ჩვენი მეგობარი ელჩების და ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებისგან, ეს დღის განმავლობაში დიდ მასშტაბს მიიღებს,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები