26 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ოპოზიციის ოფისში შევარდნილი ასობით სპეცრაზმელი არის კადრები, რომელსაც ვხედავთ პუტინის რუსეთიდან - დავით ბაქრაძე

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა იყოს ლუკაშენკოს ბელორუსი და პუტინის რუსეთი.

​"ეს ხელისუფლება არ არის საფრთხე ნიკა მელიასთვის, დათო ბაქრაძისთვის, ოპოზიციისთვის. ეს ხელისუფლება საფრთხეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

ეს არა არის ოპოზიციის ბრძოლა, ვისაც უნდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ მომავალში. დღეს უნდა დავიცვათ ის ღირებულება, რომ საქართველო არ უნდა იყოს  ქვეყანა, რომელიც დღეს პუტინის რუსეთთან და ლუკაშენკოს ბელორუსთან ერთად განიხილება. 

ოპოზიციის ოფისში შევარდნილი ასობით სპეცრაზმელი არის კადრები, რომელსაც ვხედავთ პუტინის რუსეთიდან და ლუკაშენკოს ბელორუსიდან. 

საქართველო არ უნდა იყოს არც პუტინის რუსეთი და არც ლუკაშენკოს ბელარუსი. საქართველო უნდა იყოს ევროპული დემოკრატია და იქნება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ იმ ადამიანზე, ვინც ახლა ტელეეკრანებთან სხედან," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები