17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
კოვიდრეგულაციების ნაწილი გაუქმდა - რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს და რა იგეგმება ეტაპობრივად

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული რეგულაციების ნაწილი უკვე გაუქმებულია. იხსნება სასტუმროები, მოძრაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ბიზნესს ახლა უკვე ახალი მოთხოვნები აქვს, ისინი ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას და ტურისტების შემოსვლის მიზნით სახმელეთო საზღვრის გახსნას მოითხოვენ.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას ამ საქმეში მოსახლეობის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება და სწორედ ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები, რომელიც ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. 

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლების კვლავ მომატების შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება დღის წესრიგში ხელახლა დადგება.

დღის ამბები