ბათუმში ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მომხდარი ერთად გააპროტესტეს.
შეკრებილები ჟურნალისტზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია მსგავსი ფაქტების პრევენცია.