იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე კასპში იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ეს მეექვსე ფილიალი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურშიც. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო და კერძო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, განცხადებით ადგილობრივი მოსახლეობას მომსახურების სერვისს მიიღებს ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლოესი ტექნოლოგიით და რაც მთავარია მორგებული იქნება შშმ პირების საჭიროებაზე.
"ადგილოვბრივი მოსახლეობა ძველი, საბჭოთა ინფრასტრუქტურის ნაცვლად, საჯაროდ ჩვენი პარტნიორი კერძო დაწესებულებების სერვისებს მიიღებენ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლოესი ტექნოლოგიით და რაც მთავარია მორგებული იქნება შშმ პირების საჭიროებაზე. იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს, როგორც იუსტიციის სახლების ასევე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას," - ამბობს, სოსო გიორგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.